25-29 ნოემბერს GDI-ს და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით აქტივიზმის სკოლა გაიმართა.
სკოლის მიმდინარეობისას მონაწილეებმა გამოცდილ მომხსენებლებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ლგბტქი აქტივიზმის ისტორია, ეფექტური ლგბტქი კამპანიების გამოცდილებები, ხელოვნება, მულტიმედია და სოციალური მედია ცვლილებებისთვის და სხვ. ამასთან, დარგის ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციებისა და მოძრაობების სტრატეგიის განსაზღვრის, პროექტების დაგეგმვის, ადვოკატირებისა და ლობირების შესახებ.
სკოლის მონაწილეები, ტრენინგების დროს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, თავად განახორციელებენ კამპანიებს ლგბტქი უფლებების, თანასწორობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ საგრანტო პროექტების სახით.
აქტივიზმის სკოლა განხორციელდა "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინტიტუტის" (IWPR) პროექტის "მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში" (BREN) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.