თანაბარი ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის

  • დონორი: East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID,
  • პროექტის ხანგრძლივობა: 01/06/2022 - 31/12/2023
  • ბიუჯეტი: 94 142 $

პროექტი ხორციელდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) პარტნიორობით. პროექტის მიზანია უზრუნველყოს მართლმსაჯულებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობა პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული პირებისთვის და უსაფრთხო სამართლებრივი გარემო მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის. GDI პროექტის ფარგლებში სწორედ ამ უკანასკნელზეა პასუხისმგებელი და მუშაობს მედიის თავისუფლების მიმართულებით. გარდა სტრატეგიული სამართალწარმოებისა, პროექტი მოიცავს ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა კამპანიას, თანამშრომლობას რეგიონულ მაუწყებლებთან, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და სხვა აქტივობებს.

სხვა მიმდინარე პროექტები

ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების სისტემის შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის აქტუალიზაცია